გაკვეთილის გეგმები

                 გაკვეთილის გეგმა
                                                                    მასწავლებელი: ნათია ლაფანაშვილი

გავეთილის ძირითადი მიზნები:
სახლის დანიშნულებისა და ტიპების გაგება- გააზრება; საინფორმაციო ტექსტის წაკითხვის სტრატეგიების დაუფლება.
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი:
III  კლასი
გაკვეთილის ხანგრძლივობა :
45 წუთი
კავშირი  ესგ-სთან.
ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის       საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება.
ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.

გამოყენებული მეთოდები:
·         გონებრივი იერიში
·         ჩამოთვალე- დაწყვილდი- გაუზიარე
·         სიტყვების გამომძიებელი
·         3-2-1
საჭირო რესურსები:
ფორმატის ფურცელი, სამუშაო ფურცლები, მარკერები, დაფა , ცარცი.
შეფასება
სიტყვიერი კომენტარები
გაკვეთილის მსვლელობა:
 A ფაზა- წაკითხვამდე

აქტივობა: - გონებრივი იერიში

მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს. ვუხსნი მათ ,რომ  დღევანდელ გაკვეთილზე საუბარი გვექნება საცხოვრებელი სახლების შესახებ და ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე  ვსვამ შეკითხვებს
·         როგორი საცხოვრებელი სახლი გინახავთ?
·         თქვენ როგორ სახლში ცხოვრობთ?
·         თქვენი აზრით, ადრე როგორ სახლებში ცხოვრობდნენ ადამიანები? რით განსხვავდებოდა მათი სახლები თანამედროვე სახლებისაგან?
·         ყველა ქვეყნებში ერთნაირ სახლებში ცხოვრობენ ადამიანები?
·         ხომ არ იცით რამე რომელიმე ქვეყნის
უჩვეულო სახლების შესახებ?

აქტივობა:  ჩამოთვალე- დაწყვილდი- გაუზიარე  სურათის მიხედვით

·         ეკრანზე  ვუჩვენებ ორ სურათს ერთმანეთისაგან განსხვავებული სახლების გამოსახულებით; ვთხოვ მოსწავლეებს , კარგად დააკვირდნენ მოცემულ  ფოტოებს და 3-4 წუთის განმავლობაში ჩამოწერონ სამი მსგავსება და განსხვავება ამ სახლებს შორის. მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად.
·         დროის  ამოწურვის  შემდეგ ისინი ჯერ მეწყვილეს უზიარებენ თავიაანთ ჩამონათვალს, საბოლოოდ კი - მთელ კლასს.

·         აქტივობა: სიტყვების გამომძიებელი

მას შემდეგ რაც ყველა წყვილს მიეცემა საკუთარი მოსაზრებების კლასისთვის გაზიარების საშუალება, დაფაზე  გავაკრავ წინასწარ მომზადებულ ცხრილს სათაურით „სიტყვების გამომძიებელი“  ამ ცხრილის მარცხენა სვეტში მოცემულია უცნობ სიტყვათა ჩამონათვალი, ვთხოვ მოსწავლეებს დაფიქრდნენ რას  შეიძლება ნიშნავდეს თითოეული სიტყვა. მოსწავლეების მიერ გამოთქმულ ვარაუდებს  ჩავწერ  მეორე სვეტში,  შემდეგ კი ვთხოვ, როცა კითხვას დაიწყებენ,  ტექსტის მიხედვით დააზუსტონ ამ სიტყვების მნიშვნელობა.


სიტყვა
 ჩემი ვარაუდი
ტექსტის მიხედვით
საძირკველი


ბლოკი


ალპინისტი


მომთაბარე ცხოვრება


თექა


თავსამკაული


მშვილდოსანი





B ფაზა:  -კითხვის განმავლობაში
აქტივობა: საჩვენებელი კითხვა
·         ცხრილის შევსების შემდეგ წავუკითხავ ლელე ქისტაურის ტექსტს : „სახლები“  შესავალ ნაწილს ხმამაღლა, გამომეტყველებით. დროდადრო კლასის გააქტიურების მიზნით ვაზუსტებ წაკითხულის შინაარსის გაგებას მოსწავლეებში.
·         შევაჯამებ ტექსტს და გადავდივარ შემდეგ აქტივობაზე

აქტივობა: ტექსტის კითხვა და მახასიათებლების ცხრილის შევსება
კლასი დაყოფილია 5 ჯგუფად და ვაძლევ ტექსტებს- თითო ჯგუფს ორ-ორს. მოსწავლეებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ ტექსტი და შეასრულონ სამი ძირითადი დავალება: 1. შეავსონ ქვემოთ მოცემული მახასიათებლების ცხრილი.      2. განსაზღვრონ თითო ყველაზე დიდი მსგავსება და  ყველაზე  მკვეთრი  განსხვავება. 3. დააზუსტონ გაკვეთილის დასაწყისში  განხილული სიტყვების მნიშვნელობა.

თითო ჯგუფი კითხულობს ტექსტს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ავსებს  მახასიათებლების ცხრილს.
სახლი
სად გვხვდება და რას უწოდებენ?
რა მასალისგან შენდება?
როგორი ფორმა აქვს?
პირველი სახლი



მეორე სახლი




ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლეები წერენ ერთ ყველაზე მკვეთრ მსგავსებას და ერთ ყველაზე მკვეთრ განსხვავებას  განხილულ სახლებს შორის.

Cფაზა : წაკითხვის შემდეგ

·         მას შემდეგ რაც მოსწავლეები დაასრულებენ ტექსტზე მუშაობას, კვლავ ვუბრუნდებით სიტყვების სქემას და შევეცდებით შევავსოთ ცხრილის მეორე გრაფა სხვადასხვა ჯგუფიდან მოწოდებული ინფორმაციით. თვითონ დავეხმარები მოსწავლეებს სწორი მნიშვნელობების მიგნებაში.
·         შემდეგ ეტაპზე ყველა ჯგუფი აკეთებს  მახასიათებლების ცხრილის პრეზენტაციას და აცნობს ახლა ინფორმაციას მთელ კლასს.
·         საკითხის შესაჯამებლად  ვსვამ შეკითხვებს და ვასაუბრებ მოსწავლეებს იმის შესახებ, თუ რა გაიგეს ამ ტექსტიდან ახალი?როგორ იმუშავეს რა გაუჭირდათ, რამ გაახალისათ?  საინტერესო იყო თუ არა ტექსთი და მასზე მუშაობა?
·         გაკვეთილის ბოლოს თითოეული მოსწავლე ირჩევს განხილული სახლებიდან მისთვის საინტერესოს და ასრულებს წერით დავალებას „3-2-1“
3 რამ,  რაც მომეწონა ამ სახლში;
2 რამ, რასაც შევცვლიდი;
1 რჩევა იმას ვინც ამ სახლში ცხოვრებას აპირებს;

შეფასება:  სიტყვიერი კომენტარები

·         ბოლოს ვაძლევ საშინაო დავალებას : დაწერეთ როგორია თქვენი ოცნების სახლი და დაურთეთ ილუსტრაცია.

Комментариев нет:

Отправить комментарий